|
2021-09-23 14:04:46, 1264 ნახვა
სამართალი
ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე GDI პროკურატურას მიმართავს და განაჩენის გასაჩივრებას მოითხოვს
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) პროკურატურას მიმართა და ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება მოითხოვა. GDI მიიჩნევს, რომ სასჯელის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. "GDI-ს პოზიციით სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ დანაშაულის ჩამდენ პირებს არაპროპორციულად დაბალი სასჯელები შეუფარდა და სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები. სასამართლომ სასჯელის ზომის დასაბუთებისას დამამძიმებელ გარემოებად არ მიიჩნია ის ფაქტი რომ ძალადობრივი დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა. სასამართლომ არც იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ მოძალადეები მოქმედებდნენ ჯგუფურად. ამასთან, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მკაცრ მიდგომებს. GDI-მ, რომელიც დაზარალებულ ვახო საინაიას ინტერესებს იცავს, საქართველოს პროკურატურას მიმართა მოთხოვნით, რომ გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, ვინაიდან, სასჯელის ნაწილში, გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია", - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტ, ვახო სანაიას 2021 წლის 25 თებერვალს დაესხნენ თავს. თავდასხმის დროს ვახო სანაია ოჯახის წევრებთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. სანაიას მიმართ თავდასხმა მოხდა ჯგუფურად სამი პირის მიერ, დისკრიმინაციული მოტივით, მისი პროფესიული საქმიანობის გამო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)