01:17 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 17:58:21, 1349 ნახვა

რეგიონი
აჭარის 26 სოფელში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები მიმდინარეობს

სერვისის სტანდარტებისა და კოვიდრეგულაციების  შესახებ აჭარის 26 სოფელში ტრენინგები დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თაგოში, ღორჯომში, უჩხოში, დანისპარაულსა და ბეღლეთში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს უტარდებათ.

"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისას სექტორის წარმომადგენლები პანდემიის პირობებში ტურისტების უსაფრთხოდ მიღების, არსებული სერვისების გაუმჯობესების, დალაგება-დასუფთავების სტანდარტებს, ასევე კვების ობიექტების მართვას, მენიუების შედგენა-გამოყენებას, სტუმრის მიღება-განთავსებისა და დაჯავშნის პროცედურებს სწავლობენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ტრენინგები შუახევში, ქობულეთში, ქედასა და ხელვაჩაურში ჩატარდება. ჯამში, სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 250-ზე მეტი წარმომადგენელი გაეცნობა სერვისის საერთაშორისო სტანდარტებს. რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტი ასევე ამზადებს სასწავლო ვიდეო-გაკვეთილებს, რომელიც სერვისის ახალ ონლაინგვერდზე serviceajara.ge  აიტვირთება. აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული რეგიონში მიმდინარე ტრენინგების გრაფიკი და სასწავლო მასალებიც", – ვკითხულობთ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics