14:07 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 18:44:54, 781 ნახვა

საზოგადოება
დევნილი ოჯახების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში  ბინას 420  იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.-ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით,  წყალტუბოში  ყველა ყოფილი სანატორიუმის შენობა იხურება და ნგრევად ობიექტებში  ფაქტობრივად მცხოვრები  დევნილი ოჯახები ბინებს მიიღებენ.  დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ სააგენტოს ვებგვერდზე https://idp.gov.ge/statement-55/ გამოქვეყნდა.

„სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება წყალტუბოს საკრებულოს შენობაში (რუსთაველის ქ.N27) 13 სექტემბერს, 10:00 საათიდან გაიმართება. „-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics