|
2021-09-03 16:26:53, 854 ნახვა
სამართალი
პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო და 6 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, შიდა ქართლში, აჭარაში, სვანეთსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან: 1981 წელს დაბადებული ა.ხ., 1981 წელს დაბადებული ჯ.ლ., 1989 წელს დაბადებული გ.დ., 1973 წელს დაბადებული თ. ც., 1988 წელს დაბადებული ნ.გ. და 1970 წელს დაბადებული გ.ჯ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გ.დ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კუსტარულად გადაჭრილი თოფი და 12 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 75 საბრძოლო ვაზნა. მესტიის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ბრალდებული თ.ც.-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "აკ-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გ.ჯ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 15 ვაზნა და 1 მჭიდი ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, უკანონო გასაღებისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)