|
2021-08-31 12:40:11, 691 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიაში კრიზისული სიტუაციების მართვის სასწავლო კურსის დახურვის ცერემონია ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL), რეგიონული უსაფრთხოების სამსახურისა (RSO) და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს ოფისის ერთობლივი ორგანიზებით, კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. სასწავლო კურსის დახურვის ღონისძიებას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილეები: ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ. მათ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. აშშ-ის ელჩმა კრიზისული სიტუაციის მართვისა და ინციდენტებზე რეაგირების კუთხით სამართალდამცველთა გადამზადებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სასწავლო კურსის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კრიზისის მართვისა და სამეთაურო შტაბის პრინციპები; კრიზისის ხელმძღვანელობა; უწყებათშორისი თანამშრომლობა კრიზისულ სიტუაციებში, ისტორიული და პრაქტიკული მაგალითები და სხვ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ამერიკის მიერ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)