|
2021-07-19 17:10:17, 736 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძე, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, მორიგი შეხვედრა ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გამართა, სადაც ადგილობრივებს, როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო. მიმდინარეობს სოფელ ბუთურაულის სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა; გრძელდება სოფელში შიდასაუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა. რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია; მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები განხორციელდება 15-მდე ლოკაციაზე; მიმდინარეობს ჩანჩხალო-ნიგაზეულის სასმელი წყლის ახალი სათავე-ნაგებობისა და ქსელების მოწყობა; წყლის გამანაწილებელი ავზები მოეწყობა ნიგაზეულში, ფურტიოში, ბუთურაულსა და ნენიაში; დაგეგმილია სოფლებში სარწყავი არხის მოწყობა; აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ფერდსამაგრი კედლებისა და ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები; მიმდინარე წელს, ზამლეთის თემში ადგილობრივი ბიუჯეტით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 900 000-ლარამდე დაიხარჯება. შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)