|
2021-07-19 16:50:26, 669 ნახვა
რეგიონი
ბოლნისში, ადგილობრივი ბაზალტით, იაკობ ცურტაველის, მერაბ კოსტავასა და თამარ მეფის ქუჩებზე ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს
ადგილობრივი ბაზალტით გზების მოკირწყვლა ქალაქ ბოლნისში აქტიურად გრძელდება. იაკობ ცურტაველის, მერაბ კოსტავასა და თამარ მეფის ქუჩების მონაკვეთებზე ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ქუჩებზე მოსახლეობის ჭიშკრები გამოიცვალა და ღობეები რეაბილიტირდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 832 885 ლარს შეადგენს. იაკობ ცურტაველისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელს განხორციელდა. ქალაქ ბოლნისში, წელს ქვაფენილი ფარნავაზ მეფისა და შოთა რუსთაველის ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებზეც დაიგო. „ადგილობრივი ბაზალტით გზების მოპირკეთება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებია ჩვენ ქალაქ ბოლნისში ქვაფენილებს ბაზალტით ვაგებთ. ამ ეტაპზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები მერაბ კოსტავას, იაკობ ცურატველისა და თამარ მეფის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს, რაც ჩვენს ქუჩებს კომფორტულსა და ვიზუალურად ლამაზს ხდის. ქალაქის მასშტაბით, ბაზალტით ქუჩების მოკირწყვლა კვლავ აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)