04:18 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 14:39:39, 720 ნახვა

რეგიონი
საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში, დღეს „ევექსის - ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ ვაქცინაცია მიმდინარეობს

დღეს, ქალაქ ახალციხეში, საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში, „ევექსის - ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ ვაქცინაცია მიმდინარეობს.

კლინიკაში მობილიზებულია ამცრელი ჯგუფი და ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს შეუფერხებლად შეუძლიათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება.

საყოველთაო აცრის დღეს, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ - სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპატიო ახალციხელები, მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მერიაში და მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეები.

კოვიდის საწინააღმდეგო აცრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „ევექსის - ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ და „კლინიკა იმედში“ მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics