11:21 - 19 Aug, 2026
|
2021-07-06 00:56:06, 774 ნახვა
სამართალი
ძალადობრივმა ჯგუფებმა მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებს სცემეს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც დღის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალქო აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ამჯერად მოძრაობა საქართველოსთვის წევრებს დაუპირისპირდნენ. როგორც მოძრაობის წევრი კახა კვეკვესკირი ამბობს მას და გიორგი მუმლაძეს, ინტერვიუს მიცემის დროს, თავს დაესხა, რამდენიმე მოძალადე. "რამოდენიმე წუთის წინ, პარლამენტთან მე და გიორგი მუმლაძეს, ინტერვიუს მიცემის დროს, თავს დაგვესხა რამდენიმე მოძალადე. გადავიდნენ უაპელაციოდ, პირდაპირ გინებაზე, რასაც ინციდენტი მოჰყვა. პოლიციამ შესაბამისი ზომები მიიღო და ორი ნაძირალა დააკავა. - აცხადებს კვეკვესკირი. დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)