|
2021-07-03 16:31:38, 862 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - დღეიდან, იმუნიზაციის პროცესის გაფართოებისათვის სამედიცინო სფერო სრულ მზადყოფნაშია
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოშია ,,დღეიდან, იმუნიზაციის პროცესის გაფართოებისათვის აჭარის რეგიონის სამედიცინო სფერო სრულ მზადყოფნაშია. ორშაბათიდან დამატებით 11 სამედიცინო დაწესებულება 28 ამცრელი ბრიგადით დაემატება და ჯამში, კვირის შვიდივე დღეს, 8 საათიანი სამუშაო დღის გათვალისწინებით, აჭარის რეგიონში ოპერირებას გასწევს 24 სამედიცინო დაწესებულება, 52 ამცრელი ბრიგადით“ - განაცხადა, დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიზიტისას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. "სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისს, ვაქცინაციის პროცესი კი - 5 ივლისიდან დაიწყება. დამატებით იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახხერხებენ ჯავშნის განხორციელებას, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოიყო სივრცე, სადაც ორშაბათიდან 6 ამცრელი ბრიგადა განთავსდება და მოქალაქეებს შეეძლებათ ადგილზე განახორციელონ რეგისტრაცია და ჩაიტარონ ვაქცინაცია. მიმდინარე კვირაში დამატებით, ამცრელი ბრიგადებისათვის ტრენინგები გაიმართა, რომელიც მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის სხვადასხვა ვაქცინით 28 000 მოქალაქეა აცრილი, წლის ბოლომდე ამცრელი ბრიგადები 120 000 მოქალაქის (მოზრდილი მოსახლეობის 60%) ვაქცინაციას შეძლებენ. მინისტრმა ასევე ისაუბრა საინფორმაციო კამპანიის შესახებ და მიზნობრივ ჯგუფებთან აქტიურად მუშაობის მნიშვნელობაზე. შეეხო მოქალაქეთა პასუხისმგებლობის საკითხსაც.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)