05:19 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-03 16:29:23, 909 ნახვა

რეგიონი
,უახლესი მიღწევები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში - საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ეგიდით, ბათუმში, კონფერენცია გაიხსნა

აქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ეგიდით, დღეს ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში“, კონფერენცია - ,,უახლესი მიღწევები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში“ გაიხსნა.

სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ია დავითაიამ გახსნა, რომელსაც აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესწრებოდა.

,,სასიამოვნოა, რომ პანდემიის ფონზე მოგვეცა საშუალება გვეფიქრა ისეთ ღირებულ თემებზე, როგორიცაა ახალშობილის ჯანმრთელობა და სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა ამ შეხვედრისათვის ნეონატოლოგთა ასოციაციას, ვინაიდან რეგიონის ნეონატოლოგებს, პედიატრებს, ოჯახის ექიმებს და ამ სერვისის მიმწოდებლებს მიეწოდებათ უახლესი ინფორმაცია მსოფლიოში გამოქვეყნებული კვლევების საფუძველზე. რაც შეეხება მომდევნო პერიოდს, ზოგადად პრიორიტეტი ჯანდაცვის სისტემისათვის გახლავთ ნამდვილად, ახალშობილის სიცოცხლე და ნეონატალური სერვისების უფრო განვითარება, ამიტომ როგორც პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ნაწილი, ეს არის მსხვილი და ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი. ჩვენ ვფიქრობთ აჭარის რეგიონში ამ მიმართულების უფრო განვითარებაზე და შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის“ - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ სიტყვით მიმართვისას.

კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას წამყვანი ნეონატოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები ღებულობენ.

პარალელურად, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის გამოფენა გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics