|
2021-06-30 20:35:02, 843 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობას განაგრძობს
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან გაიმართა, რომელსაც მინისტრი, ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა. „2022 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები უკვე დავიწყეთ. ჩვენი მიზანია სამინისტროს როგორც საშუალო, ისე გრძელვადიანი ხედვების ჩამოყალიბებაში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი ყველა მხარე, რომ ყველა პროგრამა პასუხობდეს უპირველესად მოქალაქეთა საჭიროებებს“ - აღნიშნა შეხვედრაზე მინისტრმა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, ზურაბ თენიეშვლი და მარი ზანაქიძე, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მანანა ფაღავა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ესწრებოდნენ. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია და 2021 წელს 27 200 000 ლარს შეადგენს. მათგან: ჯანდაცვის მიმართულებით 13 310 000 ლარია გამოყოფილი და 10 პროგრამა ხორციელდება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)