|
2021-06-30 12:51:06, 612 ნახვა
რეგიონი
სამეგრელოში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარები გამოვლენილია ქალაქ მარტვილში და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში. მოქალაქეებს სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული. ტერიტორიებიდან ასევე ამოღებულია 1.4 კუბური მეტრი მუხისა და 3.82 კუბური მეტრი წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ჩამოუგანავი ფიცარი და 4 ერთეული სხვადასხვა სახეობის მრგვალი ხე-ტყე - მორი. ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)