|
2021-06-29 17:26:43, 975 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა სადგურ მეტეხის დასახლებაში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ადგილზე მოინახულა
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ სადგურ მეტეხის დასახლებაში, მესამე ქუჩის #4 -ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობის დასრულებული სამუშაო ადგილზე მოინახულა. მოსახლეობამ სახურავის სრული რეაბილიტაცია, მერიის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით განახორციელა. სამუშაო ინდმეწარმე „ნინო ჯუხარიძემ“ შეასრულა. სამუშაოზე 27 776 ლარი დაიხარჯა, რომლის 95% მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსა ხოლო 5% ბინის მესაკუთრეებმა. მოსახლეობამ ვახტანგ მაისურაძეს მადლობა გადაუხადა პრობლემის მოგვარებაში დახმარებისათვის, ვინაიდან ნალექიანი ამინდის დროს მოსახლეობას სახურავიდან ჩამონადენი წყალი ზიანს აყენებდა. 5 წელია კასპის მუნიციპალიტეტის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის რეაბილიტაციას ახორციელებს: შიდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობის შეკეთება, სადარბაზოს შესასვლელში პანდუსის მონტაჟი, სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, შენობის ფასადის შეკეთება, მრავალბინიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, შენობის სახურავის შეკეთება და სხვა. გასულ წელს მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ბიუჯეტმა მსგავსი პროექტები 71 884 ლარით დააფინანსა. გააქტიურდით, გამოიყენეთ შესაძლებლობა - შექმენით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და მოაგვარეთ თქვენი საცხოვრებელი შენობის პრობლემები.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)