|
2021-06-29 15:49:25, 819 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძემ, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. "თათბირს ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე. შეხვედრაზე, ომარ ტაკიძემ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. განახლებული ბიუჯეტით განხორციელდება მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო გზებისა და სასმელი წყლის რეაბილიტაცია, იალაღებზე ელექტროსადენების ქსელის მოწყობა, ჩირუხისა და გომის მთის ცენტრების კეთილმოწყობა. გაგრძელდება ბაგა-ბაღების, ამბულატორიების, სპორტული მოედნების, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების, სოფლის სახლებისა და ცენტრების კეთილმოწყობა, დაგეგმილია სარწყავი არხების რეაბილიტაცია. ყურადღება გაამახვილა ასევე სხვადასხვა უწყებების მიერ განსახორციელებელ პროექტებზე. ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა ჩირუხის, ჯვარიმინდორისა და წისქვილების სოფლში. გაგრძელდება მოყვარული ველოსიპედისტებისთვის, ახალი ველობილიკის მოწყობა. ომარ ტაკიძემ, აღნიშნა რომ მუნიციპალიტეტში მაინც რჩება რიგი გამოწვევები, ამიტომ მნიშვნელოვანია გუნდური და ეფექტური მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)