|
2021-06-29 13:11:10, 1266 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 2 ივლისამდე გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი 2 ივლისამდე გადაიდო. მიზეზი საქმეში დაზარალებულად ცნობილი ძიუდოსტის ბადრი გავაშელიშვილის დისტანციურად დაკითხვა გახდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. „როგორც აღმოჩნდა, ევროპის ჩემპიონმა გავაშელიშვილმა იმდენიც ვერ გაბედა, რომ მობრძანებულიყო სასამართლო პროცესზე და ეთქვა, როგორ ეტკინა, როდესაც გიგიმ დაარტყა. ბრალდება გვეუბნებოდა დასავლეთშიაო, ამ დროს თავად გავაშელიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ კახეთშია. ეს არის სუფთა აბსურდის თეატრი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია, მხოლოდ სასამართლოში გამოცხადებით უნდა მოხდეს გავაშელიშვილის დაკითხვა, რომ უპასუხოს ყველა კითხვას, რომელიც დაცვის მხარეს გააჩნია. გავაშელიშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ გაიგო, რომ დღეს იყო პროცესი. ეს როგორც მინიმუმ მართლმსაჯულების უპატივცემულობაა და ამოფარება კოვიდრეგულაციებზე, მაშინ როდესაც მხარეები დავდივართ პროცესებზე”, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)