|
2021-06-29 11:56:00, 858 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავას ადვოკატი - ევროპის ჩემპიონი მოუყვება მართლმსაჯულებას, რამდენად ძლიერი დარტყმა აქვს გიგის
ევროპის ჩემპიონი, ალბათ, სასამართლოს წინაშე მისცემს ჩვენებას და იტყვის, „როგორ ეტკინა გიგი უგულავამ რომ სცემა აეროპორტში“, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბადრი გავაშელიშვილის ჩვენებებს თავდაყირა აყენებს დათვალიერების ოქმი, სადაც საუბარია აეროპორტის კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებზე. „ევროპის ჩემპიონი ალბათ სასამართლოს წინაშე მისცემს ჩვენებას და იტყვის, როგორ ეტკინა გიგი უგულავამ რომ სცემა აეროპორტში, რა გრნობა დაეუფლა გიგი ცემის შემდეგ. ალბათ, მოუყვება მართლმსაჯულებას, რამდენად ძლიერი დარტყმა აქვს გიგის და როგორ იგრძნო ის ტკივილი, რომელიც ცემის დროს მიიღო. რაც შეეხება გავაშელიშვილის ჩვენებას, მას აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს ის დათვალიერების ოქმი, როდესაც გამომძიებლებთან ერთად დავათვალიერეთ აეროპორტის შიდა პერიმეტრზე განთავსებული კამერები, სადაც ჩანს, როგორ ჩაუსაფრდნენ გიგი უგულავას და შემდგომ უკვე როგორ დაესხნენ თავს“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ძიუდოისტი, ბადრი გავაშელიშვილი გამოიკითხება. დღევანდელ პროცესს დაესწრება თავად ბრალდებულიც. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. გამოძიების ინფორმაციით, გიგი უგულავამ ევროპის ჩემპიონ ბადრი გავაშელიშვილზე იძალადა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)