|
2021-06-28 21:26:08, 956 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - რაც საქართველომ შემოიღო ტელესკოლა, 10 თვეში BBC-მ შესთავაზა ევროპელ მომხმარებლებს
„რაც საქართველომ შემოიღო ტელესკოლა, 10 თვეში BBC-მ შესთავაზა ევროპელ მომხმარებლებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პედაგოგებს წელიწად-ნახევარი ურთულეს პირობებში უწევდათ მუშაობა და ეს დასაფასებელია. „მოვისმინეთ, რომ ხალხს ატყუებთო, მთელი პანდემიის განმავლობაში, ბავშვებს ატყუებთო, სინამდვილეში არაფერს არ ასწავლით ამ ტელესკოლითო. ჯერ, ეს არის თქვენი მადლობა პედაგოგების მიმართ, რომლებმაც მთელი წელიწად-ნახევარი ურთულეს პირობებში, კრიზისში იმუშავეს და თქვენ იცით, რომ ტელესკოლა, მას შემდეგ, რაც საქართველომ შემოიღო, 10 თვეში BBC-მ შემოიღო და შესთავაზა ევროპელ მომხმარებლებს. თუ ეს ტელესკოლა ასეთი ტყუილი იყო და ცარიელი პროექტი იყო, მაშინ გაუგებარია, ევროპას როგორ მოეწონა ან BBC-მ რატომ აირჩია და რატომ შეაფასა საქართველოს ეს პროექტი წარმატებულად. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პედაგოგს, ვინც პანდემიის პირობებში მუშაობდნენ ინტერნეტ რეჟიმში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)