|
2021-06-28 18:51:10, 985 ნახვა
კომენტარი
ნინო ლომჯარია - იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდან, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები
"იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდან, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პანსონში ვიზიტები გაგრძელდება. „ეს პირველადი და გაცნობითი ტიპის შეხვედრა იყო, პირველ რიგში ბავშვებთან. როგორც აქამდე ვამბობდი, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდან, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები, ამიტომ დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო, რომ გავცნობოდით ბავშვებს, შევსულიყავით მათთან კონტაქტში, გავესაუბრეთ მათ, რა თქმა უნდა გაგრძელდება კიდევ ვიზიტები. ასევე, გავეცანით პირველადად რაც შესაძლებელი იყო, დოკუმენტაციას და გვაქვს უკვე პირველადი რეკომენდაციები - პირველ რიგში დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი არის და ცოტა ქაოტურად არის და ერთი დღე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერს გავეცნოთ და ამიტომ პირველადი რეკომენდაცია არის ის, რომ ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. გავაგრძელებთ ვიზიტებს. მე დღეს დავინახე სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, დავათვალიერე ასევე ინფრასტრუქტურა და ზოგადად ჩვენთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით არსებობს გამოხატული სრული მზაობა სამომავლოდ ვიზიტები იქნება ეს, თუ რეკომენდაციების შესრულება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)