|
2021-06-28 13:10:16, 755 ნახვა
კომენტარი
მოსამართლე ლაშა მაღლაკელიძე: წლებია, ცალკეულ მოსამართლეთა და ინსტიტუციის დისკრედიტაცია მიმდინარეობს
მოსამართლე ლაშა მაღლაკელიძე აცხადებს, რომ უკვე წლებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. „ესაა როგორც ცალკეულ მოსამართლეთა, ისე, მთლიანად, ინსტიტუციური დისკრედიტაცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არც გუშინ დაწყებულა და არც რამდენიმე თვის წინ, ეს უკვე, წლებია, მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინაც, ჩვენ გვქონდა ასეთი პოზიცია; როდესაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, დისკუსია მიმდინარეობდა, ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გაუქმებულიყო. დღეს უკვე დისკუსიაა იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დანიშვნა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, უნდა შეჩერდეს და, მოცემულ შემთხვევაში, ისინი არ უნდა განმწესდნენ“, - ამბობს ლაშა მაღლაკელიძე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს იურიდიული კომიტეტი უახლოეს პერიოდში განიხილავს. ამ თემაზე დღეს საუბარი იქნება ბიუროს სხდომაზე. მოსამართლეთა 9-კაციანი სია ამ დრომდე განხილვის თემაა პარლამენტსა და მესამე სექტორში. მოსამართლეები მოუწოდებენ მხარეებს, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)