|
2021-06-26 19:25:39, 958 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - საზღვაო სფეროში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა კადეტებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბათუმში კონფერენციას „ახალი ტექნოლოგიები საზღვაო ინდუსტრიაში" დაესწრო. კონფერენცია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საწვრთნელში ცენტრში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და ისეთ თემებს მიეძღვნა, როგორიცაა ტექნოლოგიების დანერგვა, დასაქმების სისტემა და ტექნოლოგიური გამოწვევები საზღვაო ინდუსტრიაში. ნათია თურნავას თქმით, საზღვაო სფეროში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა კადეტებმა და სტუდენტებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ. „ვავითარებთ და ხელს ვუწყობთ ახალი ტექოლოგიების დანერგვას და შესწავლას საზღვაო სფეროში. მუდმივად მდიდრდება ბათუმის საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. დღეს ასევე გავხსენით საზღვაო აკადემიის საწვრთნელი აუზი, რომელიც მაღალი დონის ტრენინგებთან და სწავლებასთან არის დაკავშირებული", - აღნიშნა ნათია თურნავამ. აკადემიის საწვრთნელი აუზის ბაზაზე წყალქვეშა ცურვის ცენტრი შეიქმნება და სტუდენტებს, მეზღვაურებსა და ინსტრუქტორებს წყალქვეშა ცურვის წვრთნებით უზრუნველყოფს. საზღვაო აკადემიის სტუდენტები სასწავლო-საცურაო პრაქტიკას შვეიცარულ კომპანია ABC Matime-ში გაივლიან. ბათუმის საზღვაო აკადემიაში გამართულ ღონისძიებებს ეკონომიკის მინისტრთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)