|
2021-06-26 15:36:29, 792 ნახვა
სამართალი
ვატო ყიფიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
ვატო ყიფიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ სცნობს - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გაუგებრობას აქვს ადგილი და საქმე სრულყოფილად უნდა იქნეს გამოძიებული. „ბრალის ფორმულირებაა, ვითომ ყიფიანმა ბიბილაურს დაავალა მკლელობის მომზადება. ბიბილაური ამბობს, რომ მე ყიფიანს არ ვიცნობ საერთოდ. წარდგენილ ბრალდებაში ბუნებრივია ის არ სცნობს თავს დამნაშავედ. გაუგებრობას აქვს ადგილი და ვარაუდობ, რომ ამ საქმის სრულყოფილად გამოძიების შემდეგ მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ბრალი არის აფსურდული. აფსოლიტურად შეუსაბამო კადრები ვრცელდება ტელევიზიებში, რაზეც ის არის დაკავებული და ასევე ვრცელდება შეუსაბამო ინფორმაციები“, - განაცხადა ვატო ყიფიანის ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ ვატო ყიფიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ, 25 ივნისს თბილისის აეროპორტში დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, მას დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკლელობის მომზადებას ედავებიან. როგორც ცნობილია, საქმე ეხება ძმებ ფეიქრიშვილების მკლელობის მომზადებას. გავრცელებული ინფორმაციით, ძმებ ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკლელობის მთავარი მოტივი 2016 წელს, ვაკეში სოსო ჯოხაძის მკლელობაზე, რომელიც ბადუკა ნათობაძემ საკუთარ მანაქანაში ჩაცხრილა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)