|
2021-06-26 12:27:43, 704 ნახვა
რეგიონი
აჭარაში კარანტინების პროექტის მონაწილე სასტუმროები დააჯილდოვეს
აჭარაში, კარანტინების პროექტში ჩართულ სასტუმროებს პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოები და მადლობის სიგელები გადაეცათ. ღონისძიებაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბათუმში გამართა, 60 სასტუმროს წარმომადგენელი დაჯილდოვდა. ცერემონიის დაწყებამდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ კარანტინების პროექტის მოკლე ანგარიში წარმოადგინა, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციასა და პანდემიის მართვაში საკარანტინო სივრცეების მნიშვნელობაზე გამახვილა ყურადღება. „მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პროექტში ჩართული სასტუმროების თითოეულ თანამშრომელს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა და მიუხედავად რიგი გამოწვევებისა, ჩვენთან ერთად ჩართული იყო უხილავ მტერთან ბრძოლაში. აჭარაში კარანტინების პროექტში 60 სასტუმრო, 3000-ზე მეტი ნომრით იყო მობილიზებული, სადაც გასულ წელს 70,000-მდე მოქალაქეს ვუმასპინძლეთ. გარდა მადლობისა, მინდა მოვუწოდო, როგორც კარანტინების პროექტის მონაწილე, ისე ზოგადად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს წელსაც, ყველა სტანდარტისა და რეგულაციის დაცვით გააგრძელონ ტურისტების მასპინძლობა, რათა უსაფრთხოდ შევძლოდ ტურისტული სეზონის ჩატარება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ. ღონისძიებაზე პროექტში ჩართული სასტუმროების წარმომადგენლებს სპეციალური ჯილდოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის მერმა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აჭარის მთავრობის წევრებმა და საკარანტინო სივრცეების მართვის პროცესში ჩართული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გადასცეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახლაც აგრძელებს აჭარის რეგიონში საკარანტინო სივრცეების მართვას. ამ ეტაპზე, რეგიონში არსებული სტაბილური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფუნქციონირებს მხოლოდ ორი კოვიდ სასტუმრო და ერთი საზღვრის კვეთის სტანდარტული საკარანტინო ზონა. 2021 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე, ჯამში, კოვიდ სასტუმროების მომსახურებით 3 145 მოქალაქემ, ხოლო სტანდარტული კანარტინის მომსახურებით 912- მა მოქალაქემ ისარგებლა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)