|
2021-06-25 19:25:33, 799 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - მთავარია ეს პროექტი განხორციელდეს, ყველა ხარვეზი გამოსწორდება, ისეთი არაფერია
„მთავარია ეს პროექტი განხორციელდეს, ყველა ის ხარვეზი გამოსწორდება, ისეთი არაფერია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მედიაციის პროცესი და მოლოდინები პოზიტიურია. „ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის. ყოველთვის, ნებისმიერი ასეთი მსხვილი პროექტი შესაძლოა, გაკეთდეს ცოტა უკეთესად. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის პროცესში ვიმყოფებით, რომელსაც უძღვება ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენელი და გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. აქედან გამომდინარე, ყველა ის ხარვეზი, თუკი რამე არსებობდა, თუნდაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, გამოსწორდება, ისეთი არაფერია. მთავარია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს უკეთესი ფორმით, ოღონდ აუცილებლად განხორციელდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)