06:29 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 14:42:32, 933 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 700 000 ლარით გაიზარდა

2021 წლის შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კაპიტალური ტრანსფერით 2 300 000 ლარით, ხოლო ადგილობრივი შემოსავლების ხარჯზე 400 000 ლარით გაიზარდა, მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტი 15 360 000 ლარს შეადგენს.

განახლებული ბიუჯეტის პროექტი დღეს, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ომარ ტაკიძემ წარადგინა.

გაზრდილი ბიუჯეტით, მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია; მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის და სახელოვნებო სკოლის შენობის მშენებლობა; სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა; მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, მთების ელექტროფიკაცია; ბაგა-ბაღების მშენებლობა; სპორტული მოედნების რეაბილიტაცია; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; სარწყავი არხების რეაბილიტაცია; ამბულატორიების რეაბილიტაცია; მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია; სოფლის სახლების მშენებლობა; ჩირუხისა და გომის მთის ცენტრების კეთილმოწყობა;

საკრებულოს სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტი ომარ ტაკიძესთან ერთად, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ანზორ ცეცხლაძემ წარადგინა. მუნიციპალიტეტის, მთავარი ფინანსური დოკუმენტი, საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობით დამტკიცდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics