|
2021-06-24 13:11:16, 571 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძემ გომის მთის მოიალაღეებს, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებები გააცნო
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, გომის მთის მოიალაღეებს, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებები, გომის მთის კეთილმოწყობისა და ტურიზმით კუთხით განსახორციელებელი პროექტები გააცნო. გომის მთის ცენტრის კეთილმოწყობის ფარგლებში დაგეგმილია ადმინისტრაციული შენობის, სცენის, ფანჩატურის მშენებლობა, სველი წერილის, წყლის კუთხისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტი 2 წლიანია. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 160 000 ლარია გათვალისწინებული. მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ჯვარიმინდორზე, რომელიც ითვალისწინებს ტურისტული თავშესაფარის მოწყობას თავისი ინფრასტრუქტურით. „კემპინგსოფელში“ განთავსდება ოთხი კოტეჯი, ასევე მოეწყობა კოცონის სივრცე, ბუხარი, საშხაპე და საპირფარეშო. სივრცე გათვლილი იქნება როგორც მოლაშქრეებისთვის, ისე მთაში მოგზაურობის მოყვარული ვიზიტორებისთვის. ომარ ტაკიძესთან ერთად, საზაფხულო იალაღებზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)