|
2021-06-23 15:44:19, 969 ნახვა
კომენტარი
უკრაინის პრეზიდენტი - პოლიტიკური დიალოგი კიევსა და თბილისს შორის ახალ იმპულსს იძენს
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი კიევში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის არის მნიშვნელოვანი. როგორც ვლადიმერ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კიევსა და თბილისს შორის პოლიტიკური დიალოგი ახალ იმპულსს იძენს. „მივესალმები ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენს ქართველ მეგობრებს მეგობრულ უკრაინაში. ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის, პოლიტიკური დიალოგი კი ჩვენს დედაქალაქებს, კევსა და თბილისს შორის ახალ იმპულსს იძენს. ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი შეასოთ რეალური შინაარსით ჩვენს შორის მაღალი ნდობის საფუძველზე“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)