|
2021-06-23 12:52:46, 1255 ნახვა
კომენტარი
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება
ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, საქართველოში იმყოფება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ესებუას დაკავება საგამოძიებო უწყებისთვის ღირსების საკითხია. „ვმუშაობთ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა, მითუმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების თემაა, პირდაპირ გეტყვით, ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა. ვმუშაობთ, იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ამდენი ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. ვისაც უნდა ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეტა სამინისტრო. შეიძლება ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ, ვმუშაობთ ამ თემაზე. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, საქართველოში იმყოფება, მას არ დაუტოვებია ქვეყანა. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ამ წყაროს ვეყრდნობით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)