|
2021-06-21 12:25:35, 1549 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის რუსეთში გამგზავრებაზე - „ე, მანდ“ მე არ ვერევი
კულტურის მინისტრად რომ ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, ე მანდ არ ჩაერიოო, შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო, შესაბამისად, ე მანდ არ ვერევი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს. „იყვნენ ტელევიზიები ფლაგმანები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ ე მანდ არ ჩაერიოო, შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო, შესაბამისად გეტყვით, რომ ე მანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, რომელ საერთაშორისო ფესტივალში წავიდეს გასტროლით, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს საქმე უნდა გვქონდეს იმ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის რუსეთის ფედერაცია, ამიტომ ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი. არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზურა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)