23:13 - 13 Aug, 2026
|
2021-06-20 17:49:08, 1123 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - მესმის, რომ ზაფხულია, ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა სიცოცხლის ხარჯზე
„მესმის, რომ ზაფხულია, ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა სიცოცხლის ხარჯზე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას კორონავირუსული ინფექცია ჯერ არ დაუმარცხებია. „ეს ცეცხლთან თამაშია. ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია რა დაგვიმარცხებია. დღესაც 521 შემთხვევა იყო ქვეყანაში, 12 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათში, ეს ხომ სერიოზული ციფრებია პატარა საქართველოსთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავითავისოთ, გასაგებია, მესმის, რომ რთულია, ზაფხულია, ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)