|
2021-06-18 23:10:45, 1534 ნახვა
კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - შაბათის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების პირობები, არ არის შესრულებული
„შაბათის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების პირობები, არ არის შესრულებული“, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია „ენკა“ უარს აცხადებს აქციის მონაწილეებსი ხეობაში შეშვებაზე. „გარდა იმისა, რომ ბარიკადებია აღებული, არც ერთი სხვა მოთხოვნა არ შესრულებულა. ვისაუბრეთ ზოგადად და მხარეების მხრიდან სხვადასხვა არგუმენტები იყო დაყენებული შესრულებასთან დაკავშირებით, თუმცა ის, რაც შაბათის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების პირობებია, არ არის შესრულებული. რაც შეეხება ჩვენს შესვლას ხეობაში, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა პოზიცია, რომ თურმე კომპანია უარს აცხადებს იქ ჩვენს შესვლაზე, ანუ ამბობს, რომ მისი კერძო საკუთრებაა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიცია ცნობილია, როგორ არის ეს მიწა კომპანიის საკუთრება. ამიტომ ჩვენ მეათეხარისხოვან ადგილებზე ვერ შევალთ და დავრჩებით იმ ადგილზე, სადაც ახლა ვდგავართ. აქ მნიშვნელობა ჰქონდა უშუალოდ იმ ადგილზე დაბრუნებას“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)