|
2021-06-16 22:48:16, 1132 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე გახარიაზე - დამთხვევები ბადებს ეჭვს, მაგრამ გამოძიებაზე საუბარი დაიწყება თუ კონკრეტული ფაქტები იქნება
„დამთხვევები ბადებს ეჭვს, მაგრამ გამოძიებაზე საუბარი დაიწყება თუ კონკრეტული ფაქტები იქნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აქამდე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მიზნები ერთმანეთს არ დამთხვევია. „პოლიტიკოსები საუბრობენ ძალიან საეჭვო დამთხვევებზე, მაგალითად როდესაც ადამიანი კონკრეტული ღონისძიების გადასავადებლად ორ-სამ დღეს ითხოვდა, ამ დროს იყო კონკრეტული ინფორმაცია, ეს ორი-სამი დღე სხვა მხრიდანაც იყო გახმოვანებული. ეს არის ჩვენთვის სერიოზული შეშფოთების და ეჭვის საფუძველი, მაგრამ გამოძიებაზე სამართალდამცველები მაშინ ილაპარაკებენ, თუ კონკრეტული ფაქტები ექნებათ. დამთხვევები ბადებს ეჭვს, ამაზე ვისაუბრეთ და ვსაუბრობთ, მაგრამ აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მიზნები ერთმანეთს დამთხვეოდა. ასეთი დამთხვევები აქამდე არ იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)