|
2021-06-15 23:34:29, 764 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია ნათია მეზვრიშვილს - ხვალ რომ ბრალი წაუყენონ გახარიას, დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი გაქვთ?
„ხვალ რომ ბრალი წაუყენონ გახარიას, დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი გაქვთ?“, - ამ კითხვით მიმართა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ნათია მეზვრიშვილს. მან ასევე აღნიშნა, რომ გახარიამ და „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლებისთვის იჩხუბეს „ხვალ რომ ბრალი წაუყენონ გახარიას, დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი გაქვთ? გუშინწინ რომ მეკითხა, მეტყოდით, კიო? არ გაქვთ იმედი? გიჭირთ პასუხის გაცემა. გუშინ პრემიერის გუნდში იყო, თვითონაც იყო პოლიტიკური ფიგურა, დღეს ვერ მეუბნება, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი აქვს. გუშინწინ რომ მეკითხა, მეტყოდა, კიო. ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, უნდა დავნერგოთ ქვეყანაში რაღაც სტანდარტი, რაღაც ნდობის, სიტყვის ფასის. ძალაუფლებისთვის იჩხუბეს, რაღაც სხვა საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ან ოლიგარქი გაბრაზდა - მეფე გაუბრაზდა ვეზირს. გადახტნენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ბოროტებაა, ოღონდ გუშინაც ბოროტება იყო, ოღონდ გუშინ ამას ვამბობდი, ზეგ თუ დავლაგდით, ისევ მოკავშირეები ვიქნებით - ამის ნდობა არ შეიძლება და ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ წარსულს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)