|
2021-06-15 22:23:18, 891 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებას ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებას ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 12 ივნისს, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, რ.მ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.ი. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა რ.მ. 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და რ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა ს.ი.-ს გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება კვალიფიკაციის დაზუსტება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)