|
2021-06-15 15:46:39, 683 ნახვა
კომენტარი
სახალხო დამცველი - თუ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდა, განვახორციელებთ მონიტორინგს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ომბუდსმენი მონიტორინგის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ის აღნიშნავს, სახლახო დამცველი ბოლო პერიოდში, ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, იკავებდა თავს ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის განხორციელებისგან. „აქამდე, ვინაიდან ჩვენს გამო ძალიან სერიოზული წნეხი და ზეწოლა ხორციელდებოდა ბავშვებზე და ისინი საკმაოდ სტრესულ გარემოში იმყოფებიან, ვინაიდან მათთან მუდმივ რეჟიმში ბოლო კვირების განმავლობაში იმყოფებიან სოციალური მუშაკები, არ გვინდოდა დამატებით მათთვის შეგვექმნა დამატებით დაძაბული და სტრესული გარემო, ამიტომ თავს ვიკავებდით კიდევ ერთი ვიზიტის განხორციელებისგან. თუმცა, თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანის პროცესი, ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)