|
2021-06-11 21:25:15, 722 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს - ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას
„ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რონამ გოცირიძემ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოსმენის დროს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტატისტიკის სამსახური იტყუება. „ვალის აღება კი არ არის სატრაბახო, ვალის გასტუმრებაა საქმე. თქვენ იამაყეთ ლარი გამყარდა აპრილში ეკონომიკის 45%-იანი ზრდის გამოო. მსოფლიოში მაჩვენეთ ერთი ქვეყანა 200 ქვეყნიდან, სადაც აპრილში გაიზარდა 45%-ით, სისულელეა ეს! იტყუება სტატისტიკის სამსახური, არასწორად დათვალეთ ინფლაცია. რამდენჯერაც ლარი გამყარდება რაღაც მიზეზით, გამოდის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გამოდიხართ თქვენ, პრემიერ-მინისტრი და იწყებთ ისევ ზეიმს. ახლა ხომ დადექით ერთად, ლარი მყარდებაო - სულ გეუბნებით, ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ენა გაქვთ, იმიტომ რომ არ იცით რას ამბობთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)