|
2021-06-09 22:11:41, 1333 ნახვა
კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - მნიშვნელოვანი აღიარებები გვაქვს სახეზე, მადლობას გიხდით, რომ არა თქვენი ჩართულობა, ეს პროცესი აქამდე არ მივიდოდა
„მნიშვნელოვანი აღიარებები გვაქვს სახეზე, მადლობას გიხდით, რომ არა თქვენი ჩართულობა, ეს პროცესი აქამდე არ მივიდოდა“, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ შედეგის მიუხედავათ ხელისუფლება აქციის მონაწილეებს არ თვლიან იმდედან სრულფასოვან მხარედ, რომ პრობლემების სრული სპექტრი წარმოაჩინონ. „მე გიხდით პრემიერის მაგივრად მადლობას, პირადად თქვენ, რომ უზრუნველყავით ეს პროცესი და რომ არა თქვენი დგომა და ჩართულობა, ეს პროცესი აქამდე არ მოვიდოდა. თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს, ჩვენ როგორც ამ პრობლემების აღმომჩენ ხალხს, დღის წესრიგში დამყენებელს და აქამდე მომტანს ამ ბრძოლისა და პროტესტისა, არ გვთვლიან მაინც იმდენად სრულფასოვან მხარედ, რომ სრული სპექტრი წარმოვაჩინოთ პრობლემების და ყველა აქცენტი დავსვათ. ისე წავიდნენ ინვესტორთან სასაუბროდ, იმ რიგი პრობლემების მოსაგვარებლად, ჩვენთან არ მოსულან და არ უკითხავთ, რა გვაქვს სათქმელი საბოლოო ჯამში. მნიშვნელოვანი აღიარებები გვაქვს სახეზე და ჩვენთვის პირველი არ არის, რა აღიარებებსაც ვისმენთ,“ - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)