|
2021-06-09 15:29:32, 1045 ნახვა
კომენტარი
პრემიერის განცხადებით, ახლა არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტი არ გაგრძელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახლა არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტი არ გაგრძელდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ინვესტორები საქართველოსთვის სასიკეთო ინტერესებზე წამოიყვანონ. „მემკვიდრეობით დამხვდა ეს პრობლემა, ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ, იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის და ის პირობები რომელიც ჩვენ დაგხვდა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს. ჩვენ ინვესტორებს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი, ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესები გამტარებელი ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)