|
2021-06-08 17:36:44, 1331 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ სანამ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რჩება მარგინალურ ზონაში
„ნაციონალური მოძრაობა“ სანამ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რჩება მარგინალურ ზონაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 7 თვიანი უშინაარსო საბოტტაჟის შემდეგ მოუწია პარლამენტში შესვლა. „ნაციონალურ მოძრაობას“ 7 თვიანი უშინაარსო, ანტისხელმწიფოებრივი საბოტაჟის შემდეგ მოუწია პარლამენტში შემოსვლა იმიტომ, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და არავის ეპატიება მოქალაქეების არჩევანის უგულებელყოფა, არავის ეპატიება საზოგადოების მოტყუება. სანამ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, ისინი რჩებიან მარგინალურ ზონაში, როგორც რადიკალური პოლიტიკური პარტია. ისინი რჩებიან ევროპული ღირებულებების მიღმა, სანამ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიღწეულ შეთანხმებას ხელს მოაწერენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)