08:22 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 15:02:54, 908 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის" დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების  ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის"  დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა განიხილა.

საკრებულოს სხდომაზე მოხსენებით წარდგა მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი გიორგი საცკოვი, რომელმაც ახალგაზრდულ საკითხებში მერის თანაშემწე სალომე საღინაძესთან ერთად დეპუტატებს დოკუმენტი და გეგმა  გააცნო.

ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის  დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმას სხდომაზე მყოფმა ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დოკუმენტი მიზნად ისახავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის  ახლგაზრდებისთვის შექმნას თანაბარი, ხელმისაწვდომი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მათ წანაშე არსებული გამოწვევების, სირთულეების დაძლევას, ახალგაზრდების განვითარებასა და მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის დამტკიცებამდე მოეწყო მისი საჯარო განხილვაც, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების  ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია“ და სამოქმედო გეგმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მომზადდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics