01:58 - 14 Aug, 2026
|
2021-06-05 20:21:03, 1066 ნახვა
კომენტარი
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქციის მონაწილეებს რიონის ხეობაში ასასვლელი ხუთი გზა აქვთ გადაკეტილი
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქციის მონაწილეებს რიონის ხეობაში ასასვლელი ხუთი გზა აქვთ გადაკეტილი. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია „ენკას“ თანამშრომელბი და ტექნიკა გადააადგილებას კვლავ ცდილობს. „რიონის ხეობაში ასასვლელი ხუთი გზა გვაქვს გადაკეტილი, თუმცა ამისდა მიუხედავათ კომპანია „ენკას“ ტექნიკამ რამდენჯერმე სცადა ხეობაში შესვლა. რაც შეეხება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების საბჭოს წევრების საქართველოში ჩამოსვლას, სავარაუდოდ, მომავალ შაბათს საბჭოს წევრები ჩვენ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეგვხდებიან“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათიდან ქუთაისში, „ენკას“ ოფისთან გადაინაცვლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)