|
2021-06-04 23:56:42, 1045 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - მიგვაჩნია, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა თუ შეჩერების საკითხი მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2022 წლიდან
„მიგვაჩნია, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა თუ შეჩერების საკითხი მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2022 წლიდან“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტზე რეკომენდაციები მიღებულია ვენეციის კომისიიდან. „პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას რაც შეეხება, იცით, რომ ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც მივიღეთ, ამიტომ ჩვენ გადავხედეთ ამ კანონპროექტის ამოქმედების ვადას და ეს კანონპროექტები ამოქმედდება არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2022 წლის პირველი თებერვლიდან. ეს იშნავს იმას, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ პოლიტიკური კონტექსტი, გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მიგვაჩნია, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა თუ შეჩერების საკითხი მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2022 წლიდან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)