|
2021-06-04 18:49:58, 852 ნახვა
კომენტარი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - მოვუწოდებთ მედიას ნინოწმინდის პანსიონის ბავშვების ჩანაწერების გავრცელებისგან თავი შეიკავონ
„მოვუწოდებთ მედიას ნინოწმინდის პანსიონის ბავშვების ჩანაწერების გავრცელებისგან თავი შეიკავონ“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიდეომასალებში არასრულწლოვნები სრულად არიან იდენტიფიცირებადი. „სოციალურ ქსელში ვრცელდება ბავშვთა სახლის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, სადაც არასრულწლოვნები სრულად არიან იდენტიფიცირებადი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა. ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას; გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისა და გასაჯაროებისგან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)