|
2021-06-04 11:00:43, 1019 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სარჯველაძე - ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს საფრთხე არ ემუქრება, ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტოს ჩართულობის შედეგად, ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს საფრთხე არ ემუქრება. როგორც მან კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ნერვიულობის მიზეზი რეალურად აღმოფხვრილია. „სახალხო დამცველსა და მის აპარატს ხელი ეშლებოდა საკუთარი მანდატის განხორციელებაში, რაც უახლოეს დღეებში გადაწყდება , მათ შორის, სახალხო დამცველის მონაწილეობით, მაგრამ რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამჟამად პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა ბერკეტი - სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ არცერთ იქ მყოფ ბავშვს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდეს და სადღეისოდ ნერვიულობის მიზეზი რეალურად აღმოფხვრილია. მუშაობა გაგრძელდება, რომ რეალურად განხორციელდეს სახალხო დამცველის მხრიდან მონიტორინგის მექანიზმის მუშაობა. კომიტეტი არის და იქნება ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)