|
2021-06-03 14:43:51, 895 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე ნინოწმინდაზე - დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს
დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. თალაკვაძე იმედოვნებს, რომ საპატრიოარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხზე შეთანხმება მოხდება და სახალხო დამცველს მონიტორინგის საშუალება მიეცემა. „კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ბავშვზე ვრცელდება ყველგან, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იყოს ის. საქართველოს ყველა ბავშვი დაცულია ამ უფლებით. რაც შეეხება სახალხო დამცველს, აქვს უფლება, რომ ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში სადაც განტავსებული არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები. მე დიდი იმედი მაქვს, საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩაერთო ამ საკითხში და ვფიქრობ, პარლამენტი ხელს შეუწყობს ყველანაირად ამ საერთო ჭეშმარიტებაზე შეთანხმებას. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ბავშვებზე მზრუნველობას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე არის დაწყებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)