|
2021-06-03 11:07:14, 1129 ნახვა
სამართალი
გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ს.-მ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ურთიერთშელაპარაკების დროს, იმ მიზეზით, რომ როგორც მამას და მამაკაცს, ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა, გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი ნ.ს., მოკვლის განზრახვით, მას დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა. გ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა და გაქცევას ცდილობდა. ასევე მას დახმარება გაუწია იქვე მყოფმა პირმა და განარიდა იგი. სამართალდამცველებმა გ.ს 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1„ და „ვ" ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)