|
2021-06-02 18:58:04, 742 ნახვა
კომენტარი
გია ვოსლკი გიორგი გახარიაზე: მთავარი თემა რჩება ის, რომ - როცა „ნაცმოძრაობას“ ეს აწყობდა, მან გადადგა არასწორი ნაბიჯი
„მთავარი თემა რჩება ის, რომ - როცა „ნაცმოძრაობას“ ეს აწყობდა, მან გადადგა არასწორი ნაბიჯი“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კრიტიკულ მომენტში გიორგი გახარიას შეეშალა და ახლა ცდილობს ჩამოიცილოს ეს ნაწილი. „საკმაოდ კრიტიკულ მომენტში, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სახელმწიფოს ჩამოშლის დაანონსება მიდიოდა, გიორგი გახარიამ არასწორი ნაბიჯი გადადგა. ამ თემიდან საზოგადოების წაყვანა შეიძლება კორუფციაზე საუბრით, მაგრამ მთავარი თემა გიორგი გახარიას მიმართ რჩება ის, რომ მან გარკვეულ პირობებში, როცა „ნაცმოძრაობას“ აწყობდა იმის დაანონსება, რომ თურმე სახელმწიფო აღარ არსებობს და გინდ სამაჯური ესროლე და გინდ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულე, ამ პირობებში გადადგა არასწორი ნაბიჯი. ახლა გახარია რას ილაპარაკებს, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ჩამოიცილოს ის ნაწილი, რაზეც უკვე გესაუბრეთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)