|
2021-05-31 12:09:31, 1138 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური „ენმ“-ს პარლამენტში შესვლაზე - გარეთ ყოფნას და აქციებს, სჯობს შიგნით იყვნენ
გარეთ ყოფნას და აქციების ტარებას, ჯობია შიგნით იყვნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისასალმებელია. „რა თქმა უნდა, მივესალმები. კარგია, რომ შევიდა და ეს ჩემი პირადი აზრია. გარეთ ყოფნას და აქციების ტარებას, ჯობია შიგნით იყვნენ და შიგნით იკამათონ, იმსჯელონ და უფრო კარგი და ჯანმრთელი მიდგომა იქნება პოლიტიკისთვის, ვიდრე გარედან მიტინგებისა და არეულობების მოწყობები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პარტია შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)