|
2021-05-31 11:18:52, 707 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური - ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია
დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პოლიციის დღე მიულოცა და თანამშრომლობისთვისა და შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „გილოცავთ პოლიციელის დღეს, ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ღირსეული და თავდაუზოგავი შრომისთვის. მე კარგად ვიცი რას ნიშნავს პოლიციელი და ვიცი, როგორი რთულია ებრძოლო დანაშაულს, ემსახურო მოქალაქეებს და ამასთან, არ დაარღვიო ადამიანის სხვადასხვა ფუნდამენტური უფლება. ადამიანის უფლებების აცვა, კრიმინალთან ბრძოლა, მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გარემოს შექმნა შსს-ს მთავარი ფუნქციაა. თქვენ ამას წარმატებით ასრულებით. დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)