|
2021-05-28 11:13:55, 625 ნახვა
რეგიონი
კახეთში უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთში, უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს. ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების სოფლების მიმდებარედ, მოქალაქეები თევზის დასაჭერად ე.წ. ელექტროშოკურ აპარატებს და ჩოგან ბადეებს იყენებდნენ, რაც კანონით აკრძალულია. უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პატრულირებისას, გამოავლინეს გასაბერი ნავი, რომელშიც ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან ბადე, დენის წყარო (აკუმულატორი) და უკანონოდ მოპოვებული 3 კგ თევზი იყო განთავსებული. სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფებოდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შესაბამისი აქტი შეადგინეს. ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)